რეპრესიები გრძელდება - 26 წლიანი სტაჟის მქონე პოლიციელი სისტემიდან გახარიასთან შესაძლო კავშირის გამო გაუშვეს
პოლიტიკური რეპრესიები გრძელდება. კაცი, რომელიც ყაჩაღების მიერ მოკლული მამის შემდეგ პოლიციელი გახდა და 26 წელი აჭარა-გურიის იზოლატორის უფროსად იმუშავა, სისტემიდან გიორგი გახარიასთან შესაძლო კავშირების გამო გაუშვეს. ვალერი ბურჭულაძე გათავისუფლების მიზეზებს „პირველებთან“ დეტალურად ყვება. ირკვევა, რომ ხელმაძღვანელმა ბურჭულაძეს სამსახურიდან გაშვების არგუმენტად და კომპრომატად ესემესი და ფოტო დაუდო, სადაც ბურჭულაძე 2 წლის წინ ხელს ნათია მეზვრიშვილს ართმევს.
ჩემს უფროსს გავუზავნე, ბატონო ზვიად უნდა მიმეწერა, მიმიწერია ბატონო გიორგი, შემეშალა, რა. ერთ ხუთ წუთში მირეკავს და მეუბნება, რა გიორგიო, მე ზვიადი მქვიაო. ბოდიში, მოადგილეს ვწერდი ეტყობა მეთქი, მოადგილეს გირორგი ჰქვია. ორ დღეში მიბარებენ, ჩამოდი თბილისშიო და წადი სახლშიო. ამ ოჯახშ ნატყვიარებია, მოკლეს ყაჩაღებმა მამაჩემი ამ სახლშ, მაგის მერე გადავწყვიტე მუშაობა, - ამბობს ბურჭულაძე.