გახარიას შევთავაზე, ხომ არ ჯობია, არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი - ხაზარაძე

20.09.24 17:35
გახარიას შევთავაზე, ხომ არ ჯობია, არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი - ხაზარაძე

გახარიას შევთავაზე, რომ რადგან ჩვენ წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი - ამის ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ამის შემდეგ, შეიძლება გახარიამ ჩათვალა, რომ ეს ნიშნავდა მისი პოლიტიკიდანნ ჩამოშორებას, რაც ხაზარაძის თქმით, სიმართლე არ არის.

„გახარიას შევთავაზე, რომ რადგან ჩვენ წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი. გუშინდელ შეხვედრაზე მივხვდი, რომ მან შეიძლება ჩათვალა რომ ვიღაცას უნდა, რომ ჩემი და მისი სიაში არ ჩაწერა. მე ცალმხრივად არ შემითავაზებია და ეს დოკუმენტში წერია. შესაბამისად, შეიძლება გახარიამ ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის და ვუთხარი, რომ მზად ვარ ეს პუნქტი შევცვალოთ. გუშინვე დავუდასტურე, რომ თუ სურვილი აქვს იყოს სიაში, შესაბამისად, მეც მასთან ერთად“,- განაცხადა ხაზარაძემ.

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ მამუკა ხაზარაძესთან და "ძლიერ საქართველოსთან" მოლაპარაკები მან ჩაშალა. 

გახარია მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებების განახლებისთვის სამ პრინციპს ასახელებს.

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის თქმით, ისინი კვლავ მზად არიან შეთანხმებისთვის, ოღონდ საკუთარი პირობებით.

 

მსგავსი სიახლეები