კახი კალაძე ადმინისტრაციულ რესურსს პოლიტიკური მიზნებისთვისთვის იყენებს - კორუფციის მკვლევარები
სიმბოლურ ერთ ლარად გადაცემული ფართები, საკუთრების მოწმობები სხვა და სხვა უბნებში, ოპერაციების დაფინანსება - კორუფციის მკვლევარები ფიქრობენ, რომ დედაქალაქის მერმა წინასაარჩევნო კამპანია სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით დაიწყო. მათი თქმით, კალაძე ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს და ადმინისტრაციულ რესურსებს და ძალაუფლებას ბოროტად იყენებს.
კახი კალაძემ წარდგენის შემდეგ ორჯერ თბილისის სხვა და სხვა რაიონში მოსახლეობას გადასცა ერთ ლარად , ასე ვთქვათ, დაუკანონა ფართები, ანუ ფაქტორბივად, კახი კალაძემ დაიწყო საარჩევნო კამპანია. ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებს მისი პოლიტიკური მიზნებისთვის და მისი სარჩენო კამპანიისთის,. ეს არის თბილისელების ფული, გადამხდელების ფული და არ შეიძლება, როესაც ოპერაციას დაუფინანსებ, ან ერთჯერად დახმარებას მისცემ გაჭირვებულ ადამიანს, მიაწერო, ეს ფული გადმოგირიცხა კახი კალაძემ. ამ ადმაიანებმა უდნა შეწყვიტონ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, - ამბობს კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე.