9 პუნქტი, რომელზეც მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია შეთანხმებულები იყვნენ - განცხადება

20.09.24 19:03
9 პუნქტი, რომელზეც მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია შეთანხმებულები იყვნენ - განცხადება

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე Facebook-ის პირად გვერდზე დეტალურად ასაჯაროებს იმ 9 პუნქტს, რომელზეც ათონელის რეზიდენციაში, პრეზიდენტთან კონსულტაციების დროს, გიორგი გახარიასთან, თავდაპირველად, შეთანხმდა. 

მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, "ლელო" და გახარიას პარტია 10-10 მანდატს მიიღებდნენ, ხოლო დარჩენილ მანდატებს კოალიციის სხვა სუბიექტები თანაბრად გაინაწილებდნენ.

ამასთან, როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, გიორგი გახარიამ გამართულ აუდიენციაზე განაცხადა, რომ პარტია "გახარია საქართველოსთვის" კიდევ ორი პარტია უერთდებოდა.

ეს იყო რაზეც შევთანხმდით:

1. საპარლამენტო არჩევნებში გამოვდივართ ერთი საარჩევნო ნომრით - 9 და ვაგრძელებთ ბრძოლას ევროპული გზის გადასარჩენად, რისთვისას ერთობლივი სამოქმედო გეგმა არის "ქართული ქარტია";

 2. ვთანხმდებით და ვადასტურებთ, რომ არ შევქმნით კოალიციას  პარტია "ქართულ ოცნებასთან" და შევქმნით მომავალ მთავრობას პრეზიდენტთან აქტიური კონსულტაციით;

 3. გახარია თავად არ იქნება "ძლიერი საქართველოს" პარტიულ სიაში. ხაზარაძეც მზადაა ანალოგიური ნაბიჯისთვის ( გუშინ დაზუსტდა, თუ ეს პრობლემაა, მაშინ ჩავეწეროთ ორივე);

4. ხაზარაძის და გახარიას გუნდი თანაბრად გაინაწილებენ სიაში მანდატებს, დანარჩენი მანდატები განაწილდება კოალიციის სხვა წევრებზე ორივე მხრიდან პრინციპით, მაგ. 10-10 "ლელო"/ გახარია, ზემოდან თანაბრად ორივე მხრიდან კოალიციის სუბიექტები( სხვა დეტალები დასაზუსტებელია)

P.S.მან თქვა, რომ ორი პარტია უერთდება;

5. გახარიას პარტიის პროგრამული პრიორიტეტების გაერთიანებას "ძლიერი საქართველოს" პროგრამასთან  და თავისი გუნდის მიერ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამ პროგრამის და მისი მთავარი გზავნილების მხარდაჭერას, მათ შორის, ანაკლიის მშენებლობაზე, როგორც ქვეყნის მთავრი პრიორიტეტი;

 6. ყველაფერს გავაკეთებთ ანაკლიის პროექტის დასრულებისთვის, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტში დასავლური პარტნიორების მონაწილეობით;

 7. 20 ივნისის და წერილის თემაზე პოზიცია: "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, დამოუკიდებელი პროკურატურის გამოძიების საგანი იქნება - თანამშრომლობა ჩვენი მხრიდან

8. დიდ სტრატეგიულ საკითხებზე დაწესდეს სპეციალურად შექმნილი საბჭო, სადაც ხაზარაძის და გახარიას გუნდები  თანაბრად იქნებიან წარმომადგენილები და ამასთან ერთად კოალიციის სხვა წევრებიც;

9. მართვა, საბჭო.  მაგ: გახარია/ ხაზარაძე 12-12 კაცი, დამატებით იმდენი სუბიექტის ერთი ხმა, რამდენიც კოალიციის პარტნიორები არიან ორივე მხრიდან, (მაქსიმუმ 6 ადამიანი):  12 გახარია, 12 "ლელო", 3-3 კოალიციიდან.", - წერს მამუკა ხაზარაძე.

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ მამუკა ხაზარაძესთან და "ძლიერ საქართველოსთან" მოლაპარაკები მან ჩაშალა. 

გახარია მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებების განახლებისთვის სამ პრინციპს ასახელებს.

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის თქმით, ისინი კვლავ მზად არიან შეთანხმებისთვის, ოღონდ საკუთარი პირობებით.

მსგავსი სიახლეები