შტატებმა ივანიშვილის სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო
შტატებმა ივანიშივილის სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტი უკვე მზად არის. ქართველი ოლიგარქისთვის სანქციების დაწესების ერთ-ერთი მიზეზი რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობა და მისი ინტერესების გატარებაა. დასაბუთების დოკუმენტში, რომლის შესახებაც "ამერიკის ხმას" ამერიკის მთავრობის ორი მაღალჩინოსანი კონფიდენციალურად ელაპარაკა, საუბარია ივანიშვილის მიერ რუს ოლიგარქებთან მჭიდრო კავშირებზე. შტატებს აქვს დადასტურებული მტკიცებულებები.
სანქციების სამი საფუძვლიდან ერთ-ერთია ივანიშვილის მიერ საერთაშორისო კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა, რომელმაც რუსეთს მოუტანა სარგებელი. ივანიშვილს ეყინება მთელი აქტივები ამერიკაში, მის მომსახურებაზე კი უცხოური ბანკები უარს ამბობენ. ოლიგარქის მილიარდების დიდი ნაწილი სწორედ უცხოურ ბანკებშია. ვინც ივანიშვილს სანქციებისგან გვერდის ავლაში დაეხმარება, დასანქცირდება ისიც - ამბობს "ამერიკის ხმასთან" შეერთებული შტატების ის მაღალჩინოსანი, რომელმაც მედიას ინფორმაცია კონფიდენციალურად მიაწოდა. სხვათა შორის, ამერიკულ მედიაში ოლიგარქის დასანქცირებაზე ინფორმაციამ კობახიძის შტატებში ვიზიტამდე ერთ დღით ადრე გაჟონა.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.