ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 25 აგვისტოს გამოაცხადებს

13.08.21 12:33
ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 25 აგვისტოს გამოაცხადებს

ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 25 აგვისტოს გამოაცხადებს. პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა და  ნახევარ საათში  დასრულდა. მოსამართლემ არ განმარტა, რატომ გადაიდო პროცესი. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ  მოსამართლეს განაჩენის გამოცხადება დღესაც შეეძლო, თუმცა პროცესი  განგებ ჭიანურდება.

მოსამართლემ ჩემდა გასაკვირად კიდევ გადადო პროცესი. მე ველოდები ერთადერთ გადაწყვეტილებას, ეს არის გამამტყუნებელი განაჩენი, სხვა გადაწყვეტილება უბრალოდ ბუნებაში არ შეიძლება არსებობდეს", - ამბობს ვახო სანაია.

ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება დამნაშავეებს ხელს აფარებს და მედიის წინააღმდეგ ახალ 5 ივლისს აანონსებს. 

საერთოდ არაფერი აღარაა განსახილველი, მაგრამ როგორმე უნდათ რომ როგორც მარიანა ჩოლოიანი ისე გამოაძვრინონ ისინი ციხიდან.

ხელისუფლება თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სანაიაზე თავდამსხმელები გარეთ გამოუშვას, მე პირადად ამას მივიღებ როგორც მათ ღია სიგნალს ახალი 5 ივლისის შესახებ", - ამბობს ინგა გრიგოლია.