შტატებში არ გამორიცხავენ, რომ ივანიშვილთან ერთად სანქცირებულთა სიაში მასთან ასოცირებული პირებიც იყვნენ - ჟურნალისტი

20.09.24 21:47
შტატებში არ გამორიცხავენ, რომ ივანიშვილთან ერთად სანქცირებულთა სიაში მასთან ასოცირებული პირებიც იყვნენ - ჟურნალისტი

შევლენ თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების სანქცირებულთა სიაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები? - "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი "ტვ პირველის" ეთერში განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად საქნციების ახალ ტრანშში შესაძლოა, მასთან ასოცირებული პირებიც მოხვდნენ.

როგორც ანი ჩხიკვაძე აცხადებს, თეთრ სახლში არ გამორიცხავენ, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან ერთად, მასთან დაახლოებული ინდივიდებიც დასანქცირდნენ. 

არ გამორიცხავენ, რომ სანქცირებულთა სიაში იყვნენ მასთან ასოცირებული პირები. თუმცა არ აკონკრეტებენ, ვინ შეიძლება იყოს და შესაძლოა იყოს თუ არა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები", - ამბობს ანი ჩხიკვაძე.

შტატებმა ივანიშივილის სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტი უკვე მზად არის. ქართველი ოლიგარქისთვის სანქციების დაწესების ერთ-ერთი მიზეზი რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობა და მისი ინტერესების გატარებაა. დასაბუთების დოკუმენტში, რომლის შესახებაც "ამერიკის ხმას" ამერიკის მთავრობის ორი მაღალჩინოსანი კონფიდენციალურად ელაპარაკა, საუბარია ივანიშვილის მიერ რუს ოლიგარქებთან მჭიდრო კავშირებზე. შტატებს აქვს დადასტურებული მტკიცებულებები.  

მსგავსი სიახლეები