გვინდა, შეთანხმება შედგეს იმ პირობების გათვალისწინებით, რომელზეც საუბარი იყო პრეზიდენტის მონაწილეობით - ბუაძე

20.09.24 22:18
გვინდა, შეთანხმება შედგეს იმ პირობების გათვალისწინებით, რომელზეც საუბარი იყო პრეზიდენტის მონაწილეობით - ბუაძე

ხაზარაძე-გახარიას მოლაპარაკებებისთვის წერტილის დასმის შემდეგ, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ათონელის რეზიდენციაში, პრეზიდენტთან კონსულტაციების შედეგად მიღწეულ თავდაპირველ შეთანხმებას ხელი მოაწეროს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ საწყის ეტაპზე მიღწეული შეთანხმება და გიორგი გახარიას მიერ დღეს წარმოდგენილი ინფორმაცია ერთმანეთისგან განსხვავებულია. მეტიც, საბა ბუაძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის მიერ დასახელებული სამი პრინციპიდან ორის აღსრულება შეუძლებელია. 

რაც შეეხება კოოპერაციას, მე ახლაც გამოვთქვამ იმედს, მამუკა ხაზარაძის ბოლო განცხადებას ამას მოიცავდა სწორედ, რომ ჩვენ გვინდა ეს შეთანხმება შედგეს იმ პირობების გათვალისწინებით, რომელზეც საუბარი იყო პრეზიდენტის მონაწილეობით და რომელზეც არსებობდა წინასწარი თანხმობა. მე ნამდვილად არ მინდა, ეს პროცესი გადაიზარდოს რაღაც კონფრონტაციაში. ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო იყო იმ ყველაფრის მოსმენა, რაც მოვისმინეთ, რაც ჩემი შეფასებით, ძალიან განსხვავებული არის იმ რეალობისგან, რომელიც მამუკა ხაზარაძემ დაადასტურა.

ეს სამი პუნქტი არის დღის ბოლოს გიორგი გახარიას ბრიფინგის შედეგად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამ სამი პუნქტიდან ორი შეუძლებელია, რომ განხორციელდეს", - ამბობს საბა ბუაძე.

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ მამუკა ხაზარაძესთან და "ძლიერ საქართველოსთან" მოლაპარაკები მან ჩაშალა. 

გახარია მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებების განახლებისთვის სამ პრინციპს ასახელებს.

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის თქმით, ისინი კვლავ მზად არიან შეთანხმებისთვის, ოღონდ საკუთარი პირობებით.

მსგავსი სიახლეები