მიმდინარეობს თუ არა "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასა" და პარტია "ახალს" შორის კონსულტაციები? - გიორგი ვაშაძის პასუხი
მიმდინარეობს თუ არა "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასა" და პარტია "ახალს" შორის კონსულტაციები? - როგორც გიორგი ვაშაძე "დღის ამბების" ეთერში განმარტავს, ამ დროისთვის მხარეებს შორის არანაირი სახის მოლაპარაკება არ გამართულა.
მეტიც, პლატფორმა "ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზების მიუხედავად, გვარამია-მელიას მხრიდან დაინტერესება არ ყოფილა.
ამ შეთავაზებას მეც ვუერთდები, რადგან ვფიქრობ, რომ ეს შეთავაზება სწორია. თუმცა, რაიმე კონკრეტული დისკუსია და მოლაპარაკებები ამ წუთას ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს. კარი ღიაა, პირდაპირ ვიტყვი. მეორე მხრიდან გამოხმაურება არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით. დაინტერესება არ ყოფილა", - ამბობს გიორგი ვაშაძე.
შეიქმნება თუ არა ოპოზიციურ ველზე კიდევ ერთი მსხვილი პოლიტიკური ალიანსი? - მიხეილ სააკაშვილი პარტია "ახალს" მოუწოდებს, "ქართული ოცნების" დასამარცხებლად გახდეს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირე ძალა.