მიუხედავად ხაზარაძის შემხვედრი ნაბიჯებისა, ბატონმა გახარიამ ცელი გამოუსვა ამ შეთანხმებას - გეგელია
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ხაზარაძე-გახარიას შეთანხმების ჩაშლაში პასუხისმგებლობას ყოფილ პრემიერს აკისრებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "დღის ამბების" ეთერში აცხადებს, რომ მიუხედავად მამუკა ხაზარაძის მიერ გადადგმული შემხვედრი ნაბიჯებისა, გახარიამ მოლაპარაკებებს წერტილი დაუსვა და თავდაპირველი შეთანხმება წყალში ჩაყარა.
ეს შეთანხმება ჩაშალა ბატონმა გახარიამ. რატომ? არ ვიცი. აქ არ განიხილება მას რა უნდა, აქ განიხილება ის, თუ საქართველოს რა სჭირდება. ბევრი ადამიანის რწმენით, საქართველოს სჭირდებოდა მეტი სინერგია სხვა მხრივ განსხვავებულ ძალებს შორის. კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გადადგა არცთუისე მარტივი, მაგრამ ღირსეული, პატრიოტული ნაბიჯი. ის გამოეხმაურა დადებითად პრეზიდენტის ინიციატივას და ყველა შემხვედრი ნაბიჯი გადადგა". ფაქტი არის მარტივი, ბატონმა გახარიამ ცელი გამოუსვა ამ შეთანხმებას, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ მამუკა ხაზარაძესთან და "ძლიერ საქართველოსთან" მოლაპარაკები თავად ჩაშალა.
გახარია მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებების განახლებისთვის სამ პრინციპს ასახელებს.
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის თქმით, ისინი კვლავ მზად არიან შეთანხმებისთვის, ოღონდ საკუთარი პირობებით.