მოძრაობა „სირცხვილიას“ პროკურატურაში სარჩელი შეაქვს

13.08.21 13:27
მოძრაობა „სირცხვილიას“ პროკურატურაში სარჩელი შეაქვს

მოძრაობა „სირცხვილიას“ პროკურატურაში სარჩელი შეაქვს.  საქმე ეხება  საგამოძიები უწყების იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედავითაც “სირცხვილიას“ აქტივისტები დაზარალებულებად  არ ცნეს. 

დღეს გავასაჩირებთ ზემდგომ პროკურორთან ორი დღის წინანდელ იმ აბსურდულ პასუხს, რაც პროკურატურამ მოგვწერა. ეს იყო, რომ თითქოს 5-6 ივლისს იმ ძალადობის და იმ აგრესიის ადრესატები ჩვენა რ ვიყავით, მაშინ როდესაც მორგოშიამ პირდაპირ მოუწოდა აქციის მონაწილეებს,რ ომ ჩვენი მოძრაობის ოფისისკენ წამოსულიყვნენ, ჩვენი ოფისის კარი სადარბაზოს კარი ჩაკეტეს, სწორედ მაშინ გზად შეხვდათ ლექსო ლაშქარავა და სცემეს, - ამბობს „სირცხვილიას“ აქტივისტი. 

ვიდრე „სირცხვილიას“ წევრები პროკურატურაში საჩივარს შეიტანენ, შსს-ში დემოკრატიის განცხადება დემოკრატიის კვლევის ინსტუტუტმა შეიტანა. არასამტავრობო ორგანიზაციამ  5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირები და ორგანიზატორების დასჯა მოითხოვა.  
 

პროკურატურამ მოძღაობა "სირცხვილია" წევრები დაზარალებულად არ ცნო. უწყების განმარტებით, 5 ივლისს მათ ოფისზე განხორციელებული იერიშის ადრესატები აქტივისტები არ ყოფილან.