ივანიშვილის გზა არის გზა ჯოჯოხეთისკენ - ვაშაძე
ივანიშვილის გზა არის გზა ჯოჯოხეთისკენ - "ერთიანობის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ქვეყნის იზოლაცია და ჩაკეტვა სურს.
ვაშაძე შტატების გადაწყვეტილებაზეც საუბრობს, ივანიშივილის სანქცირების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ეს არის იმის მკაფიო მაგალითი, რომ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.
ივანიშვილის გზა არის გზა ჯოჯოხეთისკენ. აი ეს არის იზოლაცია, მოწყვეტა საქართველოსი გარესამყაროსთან და ჩვენი ჩაკეტვა სიღატაკეში. ამიტომ, ჩათვალეთ,რ ომ 26 ოქტომბერი არის საქართველოს გადარჩენის დღე, როცა ჩვენ, ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთიანი ძალისხმევით დავიხსნათ აი ამ უბედურებისგან, რომელიც მოგვიტანა ბიძინა ივანიშვილმა. ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, როცა ისინი ჩადიან ხალხის, ერის და ქვეყნის წინაშე", - განაცხადა ვაშაძემ
შტატებმა ივანიშივილის სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტი უკვე მზად არის. ქართველი ოლიგარქისთვის სანქციების დაწესების ერთ-ერთი მიზეზი რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობა და მისი ინტერესების გატარებაა. დასაბუთების დოკუმენტში, რომლის შესახებაც "ამერიკის ხმას" ამერიკის მთავრობის ორი მაღალჩინოსანი კონფიდენციალურად ელაპარაკა, საუბარია ივანიშვილის მიერ რუს ოლიგარქებთან მჭიდრო კავშირებზე. შტატებს აქვს დადასტურებული მტკიცებულებები.