მოველი, რომ შტატები მაღალი რანგის პოლიტიკური პირებზე სხვადასხვა ტიპის სანქციებს დააწესებს - გეგელია

21.09.24 11:12
მოველი, რომ შტატები მაღალი რანგის პოლიტიკური პირებზე სხვადასხვა ტიპის სანქციებს დააწესებს - გეგელია

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, გრიგოლ გეგელია ფიქრობს, რომ შტაბები ძალიან მალე მაღალი რანგის პოლიტიკურ პირებს სხვადასხვა საქნციებს დაუწესებს.

გეგელიას თქმით, თუ ასე მოხდა, ეს იქნება საბოლოო განაცხადი, რომ "ოცნების" პირობებში, საქართველოს ევროპული გზა და ამერიკასთან კავშირები დააკარგვინა.

როგორც ჩვენ, ჯერ კიდევ აპრილში და მაისში ვამბობდით, სწორედ იმ კალენდრული დღის წესრიგით წავიდა სანქციების პოლიტიკა. ამერიკამ ჯერ მიიღო სამგზავრო სანქციები, შემდეგ უკვე დააწესა ფინანსური ტიპის სანქციები და ახლა მე მოველი, რომ ის ნამდვილად დააწესებს მაღალი პოლიტიკური რანგის პირებზე სხვადასხვა ტიპის სანქციებს, რაც იქნება საბოლოო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, საქართველომ ბოლომდე დაკარგა ევროპული გზა და დაკარგა ამერიკასთან კავშირები", - ამბობს გეგელია. 

შტატებმა ივანიშივილის სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტი უკვე მზად არის. ქართველი ოლიგარქისთვის სანქციების დაწესების ერთ-ერთი მიზეზი რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობა და მისი ინტერესების გატარებაა. დასაბუთების დოკუმენტში, რომლის შესახებაც "ამერიკის ხმას" ამერიკის მთავრობის ორი მაღალჩინოსანი კონფიდენციალურად ელაპარაკა, საუბარია ივანიშვილის მიერ რუს ოლიგარქებთან მჭიდრო კავშირებზე. შტატებს აქვს დადასტურებული მტკიცებულებები.  

მსგავსი სიახლეები