აისბერგის სათავეში მჯდომ ივანიშვილს სანქციები უახლოვდება - ანა ნაცვლიშვილი

21.09.24 13:21
აისბერგის სათავეში მჯდომ ივანიშვილს სანქციები უახლოვდება - ანა ნაცვლიშვილი

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი არ გამორიცხავს, რომ ძალიან მალე შტატებმა ბიძინა ივანიშვილი დაასანქციროს. 

ნაცვლშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობას 26 ოქტომბერს შეუძლია, საკუთარ ქვეყანას თავიდან ააცილონ სანქცირებული ოლიგარქის პირობებში ცხოვრება და ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებიდან გაუშვას.  

სანქციები გრძელდება, სანქცირებულთა სია ფართოვდება, თნამდებობის პირებიც ემატებიან და სანქციები სულ უფრო და უფრო უახლოვდება პირს, რომელიც ამ აისბერგის სათავეში ზის. ეს არის რუსი ოლიგარქი ივანიშვილი. ამიტომ, გამორიცხული, რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის, რომ ძალიან მალე ჩვენ ვიხილოთ ივანიშვილის სანქცირება. თუმცა, კარგი ამბავი ამ ყველაფერში არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარ ქვეყანას თავიდან ააცილონ სანქცირებული ოლიგარქის პირობებში ცხოვრება და ამის ერთადერთი შესაძლებლობა არის 26 ოქტომბერს ოლიგარქის გაშვება ხელისუფლებიდან", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

ირაკლი კობახიძე შტატებში ხვალ მიემგზვრება, თუმცა გზად ორი მნიშვნელოვანი ინფორმაცია წამოეწია - შტატებში უკვე მზად აქვთ დოკუმენტი, ივანიშვილის სანქცირების შესახებ და მეორე, სავარაუდოდ, სწორედ იმ დროს, როცა კობახიძე გენერალური ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას, სენატში "ქართველი ხალხის" აქტიის განხილვა დაიწყება. ამ დოკუმენტის ძალაში შესვლით კი შესაძლოა, იმაზე მეტი "ოცნების" წევრი აღმოჩნდეს შავ სიაში, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობს. 

მსგავსი სიახლეები