კირცხალიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს შანტაჟით და სანქციების ენით, ვერ შეაშინებენ
ივანიშვილის დაანონსებულ სანქცირებას "ქართული ოცნება" თავდასხმით პასუხობს - შანტაჟით და სანქციების ენით, ვერც ბიძინა ივანიშვილს და ვერც ჩვენ ვერ შეგვაშინებენ - უთვლიან მმართველი გუნდის დეპუტატები სტრატეგიულ პარტნიორებს.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ზუსტად ერთ კვირაში, არაფორმალურად დაასანქცირეს ბიძინა ივანიშვილი და ამის შემდეგ ეს არაფორმალური შანტაჟი ვრცელდება მის მიმართა. მან თავადაც გააკეთა ამაზე განცხადება.
შანტაჟით, სანქციების ენით, ჩვენ ვეღარ გაგვესაუბრებიან, ეს გამორიცხულია - ამით ვერ შეგვაცვლევინებენ იმ მშვიდობის პოლიტიკას და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს ვერ შეაცვლევინებენ იმ მშვიდობის პოლიტიკას, რითიც იმართება ჩვენი ქვეყანა. ვერცერთი სანქცია ვერ შეაშინებს ვერც ბიძინა ივანიშვილს და ვერც ჩვენ, მისი გუნდის თითოეულ წევრს", - ამბობს კირცხალია.
ირაკლი კობახიძე შტატებში ხვალ მიემგზვრება, თუმცა გზად ორი მნიშვნელოვანი ინფორმაცია წამოეწია - შტატებში უკვე მზად აქვთ დოკუმენტი, ივანიშვილის სანქცირების შესახებ და მეორე, სავარაუდოდ, სწორედ იმ დროს, როცა კობახიძე გენერალური ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას, სენატში "ქართველი ხალხის" აქტიის განხილვა დაიწყება. ამ დოკუმენტის ძალაში შესვლით კი შესაძლოა, იმაზე მეტი "ოცნების" წევრი აღმოჩნდეს შავ სიაში, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობს.