შარმანაშვილი ამტკიცებს, რომ ივანიშვილის დაანონსებული სანქცირება ოპოზიციის და შტატების "ერთიანი თამაშის ნაწილია"
"ოცნების" წევრი თენგიზ შარმანაშვილი ამტკიცებს, რომ ივანიშვილის დაანონსებული სანქცირება საქართველოს ოპოზიციის და შტატების ერთიანი თამაშის ნაწილია.
შარმანაშვილი ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ, მხოლოდ ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს.
ეს ერთიანი თამაშის ნაწილია. წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ ისინი. რა თქმა უნდა, ოპოზიციის, აბა ვის წისქვილზე ასხამს ეს წყალს? რატომ გადაწყვიტეს ეს, მე არ ვიცი, ასე საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევა, გინდა კონგრესში, გინდა სენატში. მარტო ერთ მხარეს რომ ეკითხები და მეორე მხარესთან საკითხებს საერთოდ არ არკვევ, იმაზე სხდომაზე ხომ შეიძლებოდა სხვებიც მიეწვიათ. ვერცერთ ფაქტს ვერ მეტყვით, რომ "ოცნებამ" სენატორებს და კონგრესმენებს შეხვედრაზე უარი უთხრა - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი
ირაკლი კობახიძე შტატებში ხვალ მიემგზვრება, თუმცა გზად ორი მნიშვნელოვანი ინფორმაცია წამოეწია - შტატებში უკვე მზად აქვთ დოკუმენტი, ივანიშვილის სანქცირების შესახებ და მეორე, სავარაუდოდ, სწორედ იმ დროს, როცა კობახიძე გენერალური ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას, სენატში "ქართველი ხალხის" აქტიის განხილვა დაიწყება. ამ დოკუმენტის ძალაში შესვლით კი შესაძლოა, იმაზე მეტი "ოცნების" წევრი აღმოჩნდეს შავ სიაში, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობს.