შტატების სადაზვერვო სამსახურებს, დიდი ალბათობით, ივანიშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები გააჩნიათ - კალანდაძე

21.09.24 17:11
შტატების სადაზვერვო სამსახურებს, დიდი ალბათობით, ივანიშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები გააჩნიათ - კალანდაძე

პოლიტიკურ ფონდ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორი, ნინო კალანდაძე ფიქრობს, რომ დიდი ალბათობით, შტატების სადაზვერვო სამსახურებს, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები გააჩნიათ და სწორედ ამას უკავშირდება  ამერიკის გადაწყვეტიელება ოლიგარქის დასანქცირების შესახებ. 

კალანდაძის თქმით, ივანიშვილის სანქცირება, პირველ რიგში, მისი რუსეთთან კავშირებით არის გამოწვეული და ასევე, იმ გარემოთი, რაც საქართველოში წინასაარჩევნოდ ხდება.  

თუ რამე რეალურად გამოიწვევს ოლიგარქ ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებს, იქნება, პირველ, რიგში, მისი კავშირები რუსეთთან და რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან და იმ სქემებთან, რომელიც დასავლეთის პოლიტიკის წინააღმდეგ მიდის. ახლა ეს ნაბიჯები გადაიდგმება ივანიშვილის წინააღმდეგ. იმიტომ, რომ ჩვენ თუ აქამდე ვთქვათ, ვარაუდებით ვსაუბრობით, სადაზვერვო სამსახურებს, დიდი ალბათობით მტკიცებულებები გააჩნიათ. ნებისმიერი ტიპის სანქციას, იქნება ეს გადაადგილების მიმართ, თუ იქნება ეს ფინანსური სანქციები, რასაკვირველია არის, არა მხოლოდ არჩევნებთან კავშირში, არამედ იმასთან კავშირში, რაც წინასაარჩევნოდ ხდება და უშუალოდ რუსულ კანონთან კავშირში, რომელსაც ხელისუფლებამ ხელი მოაწერა", - ამბობს ნინო კალანდაძე. 

შტატებმა ივანიშივილის სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტი უკვე მზად არის, რომლის მიხედივთ, ქართველი ოლიგარქისთვის სანქციების დაწესების ერთ-ერთი მიზეზად რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობა და მისი ინტერესების გატარებაა. დასაბუთების დოკუმენტში, რომლის შესახებაც "ამერიკის ხმას" ამერიკის მთავრობის ორი მაღალჩინოსანი კონფიდენციალურად ელაპარაკა, საუბარია ივანიშვილის მიერ რუს ოლიგარქებთან მჭიდრო კავშირებზე. მაღალჩინოსნების თქმით, შტატებს დამასტურებული მტკიცებულებები აქვს.  

მსგავსი სიახლეები