ივანიშვილი უნდა კოლბაში ჩაჯდეს, უნდა სარკოფაგში, ამერიკულ სანქციებს ვერავინ ვერ დაემალება - რუხაძე
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, გიორგი რუხაძე ამბობს, რომ შუშის აკვარიუმით მოძრავ ივანიშვილს საერთაშორისო შეზღუდვების გამოცდა საკუთარ თავზე მოუწევს და ვერსად დაემალება.
უნდა კოლბაში ჩაჯდეს, უნდა სარკოფაგში, ამერიკულ სანქციებს ვერავინ ვერ დაემალება. სანქციების პაკეტი უკვე შემუშავებულია. ამ სანქციების პაკეტში არის ორი კომპონენტი -ერთი არის ფინანსური და მეორე სავიზო. ასევე ვიზით, თუ რა მიზეზით აწესებენ ამ სანქციებს. ეს არის რუს ოლიგარქებთან თანამშრომლობა, ქართულ ბაზარზე რუსეთისთვის პრეფერენციული წვდომის მიცემა", - ამბობს გიორგი რუხაძე.
შტატებმა ივანიშივილის სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტი უკვე მზად არის, რომლის მიხედივთ, ქართველი ოლიგარქისთვის სანქციების დაწესების ერთ-ერთი მიზეზად რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობა და მისი ინტერესების გატარებაა. დასაბუთების დოკუმენტში, რომლის შესახებაც "ამერიკის ხმას" ამერიკის მთავრობის ორი მაღალჩინოსანი კონფიდენციალურად ელაპარაკა, საუბარია ივანიშვილის მიერ რუს ოლიგარქებთან მჭიდრო კავშირებზე. მაღალჩინოსნების თქმით, შტატებს დამასტურებული მტკიცებულებები აქვს.