მთავრობა ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას ვერ ასრულებს - "თავისუფლების განვითარების ინსტიტურის" ხმაურიანი კვლევა
საქართველოს მთავრობა ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას ვერ ასრულებს - იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებით თავისუფლების განვითარების ინსტიტური ხმაურიან კვლევას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გასაჯაროვებულ კვლევაში პირდაპირ წერია, რომ მოსახლეობის ვაქცინაციის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია არ აქვს, ვერ მოხერხდა ქვეყანაში შემოტანილი დოზების დროული ადმინისტირება და საგანგაშოა სრულად და ნაწილობრივ აცრილი მედიკოსების საერთო რაოდენობაც. ირკვევა, რომ 47 ათასი მედიკოსიდან მხოლოდ 36 პროცენტია აცრილი.
ამავე კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ყველაზე მეტი ადმაიანი ამ დროისათის დედაქალაშია აცრილი, ხოლო ყველაზე ნაკლები სამცხე-ჯავახეთში.
არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის სამინიატროს სასამართლოში უჩივის. მიზეზი ვაქცინაში დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციაა, რომელიც უწყებამ არასამთავრობო ორგანიზაციას არ გადასცა.