გვაქვს სერიოზული წინსვლა, პროგრესი ყველა მიმართულებით - პრემიერი

13.08.21 17:34
გვაქვს სერიოზული წინსვლა, პროგრესი ყველა მიმართულებით - პრემიერი

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ყველა მიმართულებით პროგრესი შეიმჩნევა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,  საათივით აწყობილი ქვეყანა ბოლო 30 წლის განმავლობაში დაინგრა, ამაზე პასუხისმგებლები კი, როგორც თავად ამბობს, უგუნური პოლიტიკოსები არიან.

გვაქვს სერიოზული წინსვლა, პროგრესი ყველა მიმართულებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა, ყველანი ამ ქვეყანაში ვცხოვრობთდ ა ვიცით რა გზა გავიარეთ ბოლო 30 წელში. ჩვენ ჩვენი ხელით დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა, აწყობილი, საათივით გამართული, ქარხნები, ფაბრიკები, საწარმოები, ყველაფერი დაშვალეთ, დავანგრიეთ. ამას გარდა, ის განუკითხაობა, რაც ქვეყანაში სუფევდა, ესეც ჩვენი დამსახურებაა. ჩვენი, ხალხის კი არა, პოლიტიკოსების, იმ უპასუხისმგებლო, უგუნური პოლიტიკოსების, რომლებიც მოდიან გარკვეული დროით და ტოვებენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობას ჩვენი მომავალი თაობის, - განაცხადა ღარიბაშვილმა.