"მორალური ფსკერის ჩანგრევა" - ხუხაშვილის თქმით, კობახიძემ ისრაელს შტატებთან ურთიერთობების დალაგება სთხოვა
ირაკლი კობახიძე ისრაელის პრემიერს შტატებთან ურთიერთობების დალაგებას სთხოვს. ინფორმაციას გია ხუხაშვილი ავრცელებს და ფაქტს "მრალური ფსკერის ჩანგრევად" და "თავხედობად" აფასებს.
პოლიტიკის ექსპერტი უტიფრობას უწოდებს ფაქტს, როდესაც პრემიერი ჯერ ირანის პრეზიდენტის სატირალში ჩავიდა და ისრაელის განადგურებით შეპყრობილი ტერორისტების გვერდით დადგა, შემდეგ კი დახმარებას ისევ ისრაელს სთხოვს.
საერთოდ, ჩემი სტილი არ არის სკანდალური ინფორმაციის “გახეთქვა”, მაგრამ ამჯერად საქმე გვაქვს მორალური ფსკერის მორიგ ჩანგრევასთან, ზღვარგადასულ თავხედობასა და უტიფრობასთან:
საქმე იმაში გახლავთ, რომ ბატონი კობახიძე თხოვს ისრაელის მაღალჩინოსნებს, რომ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა უშუამდგომლოს სალივანთან შეხვედრის მოსაწყობად.
ამას აკეთებს კაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ ირანში გახლდათ “სატირალში” ჩასული და ისრაელის განადგურებით ფანატიკურად შეპყრობილი ტერორისტების გვერდზე იყო გამოჯგიმული.
ყველაფერი მინახავს, მაგრამ თავხედობის და სიბრიყვის ასეთი ჯოჯოხეთური ნაზავი არ მინახავს…, - წერს ხუხაშვილი.