ანტიკორუფციული ბიურო თანამდებობის პირებისთვის კომფორტის შექმნას ცდილობს - სანდრო ქევხიშვილი

22.09.24 16:39
ანტიკორუფციული ბიურო თანამდებობის პირებისთვის კომფორტის შექმნას ცდილობს - სანდრო ქევხიშვილი

გამჭვირვალობის სტანდარტი დაბლა იწევს - ამ შეფასებას არასამთავრობო სექტორი ანტიკორფციულ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ აკეთებს. TI-ის ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი სანდრო ქევხიშვილი ამბობს, რომ ანტიკორუფციული ბიურო ახლა ცდილობს, იმ თამანმდებობის პირების, ვისაც საკუთარი ქონების გასაჯაროება არ სურთ, კომფორტი შეუქმნას.

ამასთან, მესამე სექტორის წარმომადგენლის თქმით, კანონში შეტანილი ცვლილებით, დაჯარიმებული მაღალჩინოსნების რაოდენობა შემცირდება, რასაც ანტიკორუფციული თანამდებობის პირების "კეთილსინდისიერებას" მიაწერს. 

გამჭვირვალობის სტანდარტი არის დაწეული. ეს ცალსახად ცუდია, რომელიც არის ანტიკორუფციული ბიუროს მცდელობა, რომ კომფორტი შეუქმნას თანამდებობის პირებს და მათ, იმ  თანამდებობის პირებს, ვისაც არ უნდათ ქონების გასაჯაროება, ამ ადამიანებს დააფაროს ხელი. ამის შედეგი იქნება ის, რომ ის დაჯარიმებების რაოდენობა, რაც წინა წლებში ალიან მაღალი იყო, ხოლმე, იმიტომ, რომ თანამდებობის პირები არაკეთილსინდისიერად იქცეოდნენ, ახლა ეს რიცხვი, ჯარიმებს რიცხვი იქნება ძალიან კლაები და შემდეგ ანტიკორუფციული ბიურო იტყვის, რომ ყველაფერი არის კარგად, - ამბობს სანდრო ქევხიშვილი.

საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციები დაუყოვნებლივ აღარ გასაჯაროვდება. კანონში ცვლილებების შეტანამდე საჯარო მოხელეების დეკლარაციები შევსებიდან 48 საათში ქვეყნდებოდა, ამჟამად კი ეს პერიოდი შესაძლოა, 2 თვემდეც გაგრძელდეს. 

მსგავსი სიახლეები