"ილიას გზა" - ,,ძლიერი საქართველოს” წევრები ბოლნისის მოსახლეობას შეხვდნენ

22.09.24 17:35
"ილიას გზა" -  ,,ძლიერი საქართველოს” წევრები  ბოლნისის მოსახლეობას შეხვდნენ

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” წევრები ლანა გალდავა, თაზო დათუნაშვილი, აგილ მუსტაფაევი და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი - ფაგან გუსეინოვი დღეს ბოლნისის მოსახლეობას შეხვდნენ, რომელთაც გააცნეს საპროგრამო დოკუმენტის - ,,ილიას გზა” გზავნილები და ამასთანავე, კოალიციის ხედვები ბოლნისის და ზოგადად, ქვემო ქართლის პრობლემატიკის დასაძლევად.

კოალიციის წევრების განცხადებით, მოსახლეობის ჩართულობა საარჩევნო შტაბში იყო მაღალი, საუბარი შემდეგ წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და მოსახლეობასთან შეხვედრები გაგრძელდა ბოლნისის ქუჩებში.

მსგავსი სიახლეები