კესარია აბრამიძე დაკრძალეს
კესარია აბრამიძე ვაკის კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო. 37 წლის მოდელს და მსახიობს პატივი ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმაც მიაგეს. კესარია აბრამიძესთან გამოსამშვიდობებლად მივიდნენ მომღერლები, რეჟისორები, მსახიობები, ტელეწამყვანები და სრულიად უცნობი ადამიანები.
შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში 18 სექტემბერს მოკლეს. მას სხეულზე დანით 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი პარტნიორი ბექა ჯაიანია დაკავებული.