სანქციებით დაზაფრული "ოცნება" - კობახიძე ისრაელს ვაშინგტონთან შუამავლობას სთხოვს
შედგება თუ არა ირაკლი კობახიძისა და ჯეიკ სალივანის შეხვედრა? სანქციებით დაზაფრული "ოცნება" შველას ისრაელს სთხოვს. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვაშინგტონთან შუამავალი სჭირდება, რომ თეთრი სახლის მაღალჩინოსანთან შეხვედრა ჩანიშნოს და ივანიშვილის დასანქცირება გადააფიქრებინოს. ამბავი დღეს ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა გახეთქა.
ეს დავალება, დიდი ალბათობით, კობახიძეს ივანიშვილმა მისცა, მაგრამ შესრულდება თუ არა ოლიგარქის ბრძანება, ჯერ არავინ იცის. მთავრობის ადმინისტრაციას არ უთქვამს, მიიღო თუ არა დასტური კობახიძემ სალივანისგან.
პრემიერი შტატებში გაეროს სხდომისთვის ჩავიდა. ახლა ყველა ელოდება, რას იტყვის დასავლეთის მლანძღველი კობახიძე გაეროს ტრიბუნიდან. არ არის გამორიცხული, პრემიერმა ივანიშვილის მოღალატეობრვი პოზიცია გაიმეოროს - საქართვეელო დააადანაშაულოს რუსეთთან ომის დაწყებაში და სეპარატისტებისთვის ბოდიშის მოხდაც დააანონსოს.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.