გამჭვირვალობის მქადაგებელი ხელისუფლების გაუმჭვირვალობა - ქონებრივი დეკლარაციის გამოქვეყნების წესი იცვლება
როგორ ხდება გამჭვირვალობის მქადაგებელი ხელისუფლება უფრო და უფრო გაუმჭვირვალე - პარლამენტმა კანონში შეიტანა ცვვლილება, რომლის მიხედვითაც შეიცვალა დეკლარაციების გამოქვეყნების წესი. არაკეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების ვინაობას მოსახლეობა მხოლოდ მაშინ გაიგებს, როცა რაჟდენ კუპრაშვილის უწყება დააჯარიმებს. დოკუმენტები საიდუმლოდ შესაძლოა, ორი თვეც კი დატოვონ. არადა, ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტი, რომელზეც საჯარო მოხელეების ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შევსებიდან 48 სააათში ქვეყნდებოდა, გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის მნიშვნელოვანი რესურსი იყო. ასე გაიგო მედიამ, რომ ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს მამამ 180 ათასი ლარი აჩუქა.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.