რუსული კანონის "კოსმეტიკური" ცვლილება - ბრეგაძემ ინფორმაციის წარდგენის წესში ცვლილება შეიტანა

22.09.24 20:30
რუსული კანონის "კოსმეტიკური" ცვლილება - ბრეგაძემ  ინფორმაციის წარდგენის წესში ცვლილება შეიტანა

 

 

იუსტიციის სამინისტრომ, პრაქტიკულად, აღიარა, რომ რუსული კანონი და აგენტების რეესტრი ადამიანის უფლებებს არღვევს. რატი ბრეგაძემ აგენტების რეესტრში, მონაცემების წარდგენის წესში ცვლილება შეიტანა. მინისტრის ხელმოწერილ ბრძანებაში წერია, რომ იუსტიციის სამინისტრო მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს თანამშრომლების პირადი ნომრების წარდგენას აღარ მოსთხოვს, თუმცა სახელწიფო უწყებას ისევ აინტერესებს მოქალაქეების საბანკო მონაცემები და მათთვის ჩარიცხული ხელფასები. როგორც ჩანს, ახლა "ოცნება" ილუზიის შექმნას ცდილობს, რომ კოსმეტიკური ცვლილებით კანონი ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შესაბამოსობაში მოიყვანოს, მაგრამ როგორც იურისტები აცხადებენ,  ეს შეუძლებელია. ხელისუფლების ხელში რუსული კანონი სახიფათო იარაღია, რომელსაც ნებისმიერ დროს ახალ ჩანაწერს დაამატებენ და ოპონენტების წინაღმდეგ გამოიყენებენ.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები