ივანიშვილმა საკუთარი მთავრობა იზოლაციაში თავად მოაქცია და ახლა არ უნდა უკვირდეს, რომ ისინი აშშ-ს ადმინისტრაციაში შეხვედრებს ვერ ნიშნავენ - ბოკუჩავა
ივანიშვილმა საკუთარი მთავრობა იზოლაციაში თავად მოაქცია და ახლა არ უნდა უკვირდეს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები შეხვედრებსაც ვერ ნიშნავენ მათ შორის, აშშ-ის ადმინისტრაციაში", - ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა საუბრობს.
ოპოზიცონერი ლიდერის თქმით, აშშ-ის მხრიდან ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების ინიცირების პარალელურად, ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად მიემგზავრება, თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციაში ამ დრომდე ვერ ადასტურებენ, შეხვდება თუ არა კობახიძე აშშ-ის ადმინისტრაციის რომელიმე თანამდებობის პირს.
ივანიშვილის ანტიდასავლურმა და ღიად პრორუსულმა პოლიტიკამ გამოიწვია აშშ-ს მხრიდან პირადად მის წინააღმდეგ სანქციების საკითხი. და როდესაც ივანიშვილმა საკუთარი მთავრობა თავად მოაქცია საერთაშორისო იზოლაციაში, ახლა არ უნდა უკვირდეს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები შეხვედრებსაც ვერ ნიშნავენ მათ შორის, აშშ-ის ადმინისტრაციაში. ამ საერთაშორისო იზოლაციას დავასრულებთ 26 ოქტომბერს და, ღრმად ვარ დარწმუნებული, ქართველი ხალხი ევროპულ კეთილდღეობას აირჩევს", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.