იტალიიდან საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს
იტალიიდან საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს. დეპორტაცია ციხიდან გათავისუფლებულ პატიმარს შეეხო. იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ქვეყნის სამხრეთში ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს.
ირკვევა, რომ პატიმრობის ვადის ამოწურვისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე რომის აეროპორტში მიიყვანეს და სამშობლოში გამოუშვეს.