ყველაფრის დამშლელი, ყველანაირი ერთობის გამანადგურებელი, ეს გიგა ბოკერიაა - თაკო ჩარკვიანი
"ძალა ერთობაშიას" დამშლელი და გაერთიანების პირველი მტერი - თაკო ჩარკვიანი ოპოზიციური ერთობის ჩაშლაში "ევროპული საქართველოს" წევრს, გიგა ბოკერიას ადანაშაულებს. პარლამენტის წევრი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ბოკერიას მხოლოდ ჯიბრი და უმაღლესი თანამდებობისკენ ავადმყოფური ლტოლვა ამოძრავებს.
კვლავ ამბიციები ( უსაფუძვლო) ჯიბრი, სხვისი პარტიის ამომრჩევლების ხმების მითვისებაზე ფიქრი , აი ეს სამარცხვინო გეგმა " ავადმყოფური" ლტოლვა უმაღლესი თანამდებობისკენ, მიშას მიმართ მრავალწლიანი კომპლექსები , საკუთარი დაშლილი პარტია, სხვისი მოპოვებული დივიდენდებით არსებობა პოლიტიკურ სცენაზე, სრული მრავალწლიანი მარცხი , რომელსაც არაფერი ეშველება არასოდეს, რადგან ვერ "გიტანს" ამომრჩეველი, ყველაფრის სააკაშვილზე გადაბრალება, აი სანამ ამ " პოლიტიკური სურვილებით დაავადებულ " "ცრუ გონებას" არ მივუჩენთ ადგილს, არანაირი ერთობა, არანაირი ერთობა არ იარსებებს! ყველაფრის დამშლელი, ყველანაირი ერთობის გამანადგურებელი და თან არა უანგაროდ- ეს გიგა ბოკერიაა, დაშლილი პარტიით ბოკერია, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ შევიდა პალამენტში , რომ მანდატი არ ჰქონდა- სხვა არაფერი! 2016 წელს სხვის ხმების წამღები
მიშა სააკაშვილის დროს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი,
ძალა ერთობის დამშლელი, ( რადგან 2018 წელს "ძალაერთობის" წარმატებული პროექტი ვერ გადაიტანა)
ახლაც, ერთობის - გაერთიანების პირველი მტერი ეს გიგა ბოკერიაა!
რა ჰქნას ამომრჩეველმა მეტი როგორ გამოხატოს მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, არსად არ ემხრობიან , მეტი რა ჰქნას ამორჩეველმა, რა ჰქნას ბრძენმა ხალხმა მეტი?!
ტოკსიკოზია ოპოზიციაში!
ვალდებული ვარ თქვენს წინაშე , რომ სიმართლე გითხრათ ყოველთვის!
ბიძინას არ ძინავს!!!!!!!!!!!!!, - წერს პარლამენტის წევრი სოციალურ ქსელში.