საკონსტიტუციოო სასამართლოო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებშია შესული - სტრასბურგის ექსმოსამართლე

23.09.24 11:23
საკონსტიტუციოო სასამართლოო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებშია შესული - სტრასბურგის ექსმოსამართლე

სტრასბურგის ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციოო სასამართლოო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებშია შესული და მასთან კოორდინირებულად მოქმედებს.

წოწორიას თქმით, ამის თქმის საფუძველს ტურავას და კიდევ შვიდი მოსამართლის დუმილი აძლევს.

იურისტი ამბობს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული რუსულ კანონთან დაკავშირებით, ეს არა მოსამართლეების, არამედ პოლიტიკოსების მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება: 

მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებები, რომ დაამთხვიონ დრო. შეიძლება ეს იყოს დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება, შეიძლება, ორივე იყოს, სადაც გათვალისწინებული იქნება პოლიტიკური კონიუქტურა. ამიტომ არის რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, პირადად ჩემთვის, ის იქნება მიღებული პოლიტიკოსების მიერ და არა სასამართლოს მიერ. სანქციების საკითხი შეიძლება დღის წესრიგში იყოს და ამიტომ გამორიცხული არ არის, ვიღაცისთვის საკონსტიტუციო სასამართლო იყოს მექანიზმი ამ ტიპის მოლაპარაკებებში" 

საკონსტიტუციო რუსული კანონის გაუქმების საკითხზე უკვე სამი კვირაა ფიქრობს. იურისტები ვარაუდობენ, რომ ამერიკული სანქციების მოლოდინში მყოფმა ივანიშვილმა რუსული კანონის გაუქმების საკითხი შესაძლოა ვაჭრობისთვის გამოიყენონ. 

მსგავსი სიახლეები