არ გამოვრიცხავ, "ოცნებამ" დიპლომატიური ურთიერთობების გადახედვის მუქარა სისრულეში მოიყვანოს - სამადაშვილი
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი სალომე სამადაშვილი არ გამორიცხავს, რომ მოახლოებული სანქციების გამო გაღიზიანებულმა ივანიშვილმა აშშ-ს დიპლომატიური დემარში გამოუცხადოს. სამადაშვილი ფიქრობს, რომ თუკი კობახიძე შტატებიდან ივანიშვილისთვის საურველ პასუხს არ ჩამოიტანს, შესაძლოა, მთავრობამ აშშ-თან ურთიერთობების გადახედვის მუქარა სისრულეში მოიყვანოს.
არ არსებობს საქართველოს ისტორიაში არცერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომას ესწრებიან და არ ხვდებიან აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეს ძალიან ნათელი გზავნილია იმის, რომ ამერიკული მხარე სწორედ ასე პასუხობს იმ მტრულ და თავდასხმის პოლიტიკას, რომელსაც დღეს რუსეთის მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილის აწარმეობს ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის მიმართ. სანქციები ზუსტად ივანიშვილს უახლოვდება, ამიტომ მე ვერ გამოვრიცხავ, რომ ის მუქარა დიპლომატიური ურთიერთობების გადახედვის თვალსაზრისით განხორციელდეს და გამოწვეული იქნას ელჩი კონსულტაციებისთვის ან პირიქით, მოსთხოვონ აშშ-ს ელჩს, რომ დატოვოს ქვეყანა კონსულტაციებითვის, - ამბობს სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერი ამერიკაშია. ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, გუშინ ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ირაკლი კობახიძე ისრაელს ვაშინგტონთან შუამავლობას სთხოვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში, რომელიც კობახიძის შეხვედრების შესახებ ვრცელდება, ამერიკის მთავრობასთან ორმხრივ შეხვედრებზე არაფერია ნათქვამი. ერთადერთი ღონისძიება, რომელსაც კობახიძე დაესწრება ამერიკის მხარის მონაწილეების ტრადიციული მიღებაა, სადაც გაეროში ჩასეულ ყველა ლიდერს იწვევენ.