პოლიტიკური დევნა წინასაარჩევნოდ - ელენე ხოშტარია სასამართლოში დაიბარეს
პოლიტიკური დევნა წინასაარჩევნოდ - "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლოში დაიბარეს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს 5 ივლისის სისხლიანი მოვლენების გაპროტესტებას ედავებიან.
ელენე ხოშტარია სასამართლოში მისვლას არ აპირებს. ოპოზიციური ლიდერი ამბობს, რომ კანონი არ დაურღვევია და ფარსში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღეს იყო არა ერთი პროტესტი და ამასთან დაკავშრებით ძალიან ბევრი აქტივისტია დაბარებული, ანუ ის მოძალადეები კი არ არიან დაბარელბულები, ვინც ჩაიდინა ეს მკვლელობა. მეც დამიბარეს სასამართლოში. ეს არის აზრის გამოხატვის შეზღუდვა, პლიუს კამპანიაში, ცხადია, მიზანმიმართულად ხელის შეშლის მცდელობა, რაც აბსოლუტური აბსურდია. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ არც იქ მისვლას, არც საერთოდ აღირებას არ პროცესის, - აცხადებს ხოშტარია.