ადმინისტრაცია: პრეზიდენტის ბრიფინგი 17:00 საათის ნაცვლად, 20:00 საათზე გაიმართება
საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგი რომელიც დღეს 23 სექტემბერს, ორბელიანების სასახლეში 17:00 საათზე უნდა გამართულიყო, 20:00 საათზე გაიმართება - ბრიფინგის დროში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მედიას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაუგზავნა.
ამ დროისთვის უცნობია, რა გზავნილებს გააჟღერებს სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგიდან.