ისჯება ყველა, ვინც არ ეთანხმება მათ, ვინც ქვეყანას რუსეთს აბარებს- პრეზიდენტი “ოცნებაზე“

23.09.24 13:00
ისჯება ყველა, ვინც არ ეთანხმება მათ, ვინც ქვეყანას რუსეთს აბარებს- პრეზიდენტი “ოცნებაზე“

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ისჯება ყველა, ვინც მმართველი გუნდის ქმედებებს არ ეთანხმება.

სწორედ ამას უკავშირებს პრეზიდენტი მისი ძმის, ოთარ ზურაბიშვილის ლევილის მამულში დაგეგმილ ღონისძიებაზე არ მიწვევას.

მე მგონი ისჯება ყველა ის, ვინც არ ეთანხმება იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს რუსეთს აბარებენ“, - ამბობს პრეზიდენტი. 

რაც შეეხება ოთარ ზურაბიშვილის პოლიტიკაში წასვლას - ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს კითხვა მას უნდა დაუსვან.

შეგახსენებთ, ქართული სათვისტომო, რომელსაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი ხელმძღვანელობს, ლევილის მამულში დაგეგმილ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს. 

მსგავსი სიახლეები