ვაშაძე: ჩვენი გამარჯვებიდან ერთ თვეში განულდება საპენსიო სესხები, პენსია 1000 ლარამდე გაიზრდება და პენსიონერებს საჭირო მედიკამენტებზე ექნებათ უფასო წვდომა

23.09.24 13:22
ვაშაძე: ჩვენი გამარჯვებიდან ერთ თვეში განულდება საპენსიო სესხები, პენსია 1000 ლარამდე გაიზრდება და პენსიონერებს საჭირო მედიკამენტებზე ექნებათ უფასო წვდომა

პენსიონერებისთვის, ასაკით პენსიონერებსითვის და შშმ პირებისთვის და ვეტერანებისთვის გვაქვს სამი ძალიან კონკრეტული ინიციატივა.- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

ვაშაძის თქმით, სამი ინიციტივიდან ერთ-ერთს  პენსიონერებისთვის საჭირო მედიკამენტებზე უფასო წვდომა წარმოადგენს: 

“პენსიონერებისთვის, ასაკით პენსიონერებსითვის და შშმ პირებისთვის და ვეტერანებისთვის გვაქვს სამი ძალიან კონკრეტული ინიციატივა. 

პირველი,  ეს არის 1000 ლარიან პენსია, 1000 ლარიანი პენსია თითოეული ამ ჯგუფის წარმომადგენელებს, მეორე ეს არის საპენსიო სესხის განულება პირველ დეკემბრამდე, ანუ ჩვენი გამარჯვებიდან 1 თვეში, პირველ დეკემბერს, აღარ იარსებებს საპენსიო სესხი და თქვენ ყველას  გაგინულდებათ საპენსიო სესხი და აღარ მოგიწევთ  ყოველთვიურად სესხის პროცენტის გადახდა. ასევე, ყველა მედიკამენტზე, რომელიც თქვენ გჭირდებათ, გექნებათ უფასო წვდომა.”- განაცხადა ვაშაძემ.