"დრო არ მაქვს, სისულელეებზე დავკარგო" - კალაძე არ პასუხობს კითხვას ელჩის შესაძლო გამოწვევაზე
აპირებს თუ არა "ოცნება" აშშ-დან ელჩის დემარშით გამოწვევას - კალაძე ამტკიცებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუაა. "ოცნების" გენერალური მდივანი ამბობს, რომ სისულელეებზე პასუხის გასაცემად დრო არ აქვს.
საარჩევნო კამპანიის პროცესში ვართ და დროის სერიოზული დეფიციტი მაქვს, იმიტომ, რომ უამრავ ადამიანს ვხვდები დღის განმავლობაში. რაღაც სისუელელს მოიგონებთ და უნდა დავდგე და გიპასუხოთ რაღაც სისულელეზე, რომელიც თქვენი მოგონილია, - ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერი ამერიკაშია. ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, გუშინ ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ირაკლი კობახიძე ისრაელს ვაშინგტონთან შუამავლობას სთხოვდა.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ საქმე ივანიშვილისთვის დაანონსებულ სანქციებს ეხება.