"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ის საქართველოსთვის გადამწყვეტ არჩევნებს უკავშირდება“ - ირაკლი ფავლენიშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ის საქართველოსთვის გადამწყვეტ არჩევნებს უკავშირდება.
ფავლენიშვილის თქმით, ნიშანდობლივია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიები ინტერესს იჩენენ 26 ოქტომბერს საქართველოში დანიშნული საპარლამენტო არჩევნების მიმართ.
ძალიან მნიშვნელოვანია ამ დელეგაციის ვიზიტი და ჩვენც, რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე ვიქნებით წარმოდგენილი და მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში არის ინტერესი ამ გადამწყვეტი არჩევნების მიმართ და მათ შორის, საერთაშორისო მისიების ასეთი აქტიური ჩართულობა იქნება გარანტი იმის, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვის უზრუნველყოფა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.