ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც გამარჯვების შანსი აქვს, "ქართული ოცნებაა" - კალაძე
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვების შანსი აქვს, "ქართული ოცნებაა".
ჩემთვის ყველაზე მთავარია, ჩვეულებრივი რიგითი თბილისელების, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა, რასაც მე ვგრძნობ. ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად ადგილორბივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც მოდის ოქტომბერში, გამარჯვების შანსი აქვთ, ეს არის "ქართული ოცნება". თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გადაწყვეტს, თუ რომელი კონკრეტული პოლიტიკური პარტია, ან პარტიები, ან პოლიტიკოსები უნდა იხილოს ადგილორბივ საკრებულოებში, - ამბობს კალაძე.