მძიმე წინასაარჩევნო გარემო - ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია NGO სექტორს ხვდება
ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია არასამთავრობო სექტორსს ხვდება - ექვს კაციანი დელეგაცია, რომელსაც რუმინელი ევროპარლამენტარი ხელმძღვანელობს, საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლადაა ჩამოსული.
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, მოქალაქეების დაშინება, სკოლის დირექტორების შანტაჟი და ოპოზიციის დევნა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხების, რომელზედაც მესამე სექტორი უცხოელ სტუმრებს ინფორმაციას მიაწვდის.
ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, რუსულ კანონზე, რა გავლენა აქვს ზოგადად არასამთავრობო სექტორზე, ასევე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ბოლო პერიოდში გახშირებულ თავდასხმებზე და ვისაუბრებთ, თუ რას გავაკეტებთ იმ შემთხვევაში, თუ განსაკუთრებულად რთული იქნება ამ არჩევნების დაკვირვება. აგრესიული კამპანია, რასაც ისინი ეწევიან წინასაარჩევნო პერიოდში, ართულებს ჩვენ საქმიანობას და ამაზეც ვისაუბრებთ, აუცილებლად “, - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორმა, ეკა გიგაურმა.
საპარლამენტო დელეგაციას ჩვენი მხრიდან მივაწვდით ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც წინასააარჩევნო პერიოდში გამოვავლინეთ, ეს შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ხელისუფლების მხრიდან, ასევე იმას, რომ ხელისუფლება ხშირად არღვევს რეკომენდაციებს - სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვარის წაშლა. ამასთანავე საჯარო მოხელების, მასწავლებლების და დირექტორების გათავისუფლებაზე. ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები არიან სამიზნე თავდასხმების, ჩვენ უნდა ვუთხრათ დელეგაციას, რომ ყურადღება მიაქციონ იმას, რომ ხდება თუ არა მყისიერი გამოძიება ამ ამბების“, - ამბობს საიას წევრი, ნანუკა ყრუაშვილი.