შეშინებული ადამიანი არ მინახავს - შეშინებულია ხელისუფლება - ალეკო ელისაშვილი

23.09.24 15:48
შეშინებული ადამიანი არ მინახავს - შეშინებულია ხელისუფლება -  ალეკო ელისაშვილი

"ძლიერი საქართველოს’’ წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ, ამჯერად კოალიციის ლიდერები კახეთში  იმყოფებიან და  კოალიციის გეგმებზე ესაუბრებიან. 

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ხელისუფლება შეშინებულია, საზოგადოება კი ცვლილებებისთვის მზადაა. 

''ყველას ძალიან კარგად აქვს გააზრებული, 26 ოქტომბერს რა უნდა მოხდეს და რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ეს დაჭაობებული რეალობა და ეს კორუმპირებული და რუსეთის სამსახურში მდგარი ხალხი შევცვალოთ''- თქვა ელისაშვილმა. 

გავრცელებული აზრი რომ არის, რეგიონებში ხალხი ძალიან შეშინებულიაო. მინდა, ყველას გასაგონად ვთქვა - მე მთელ საქართველოში დავდივარ და ჯერ შეშინებული ადამიანი არ დამინახავს. შეშინებული არის ხელისუფლება და ამას იგონებს და თვითონ ავრცელებს. ყალყზეა ხალხი, ცვლილებისთვის ყველა მზადაა. ყველას ძალიან კარგად აქვს გააზრებული, 26 ოქტომბერს რა უნდა მოხდეს და რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ეს დაჭაობებული რეალობა და ეს კორუმპირებული და რუსეთის სამსახურში მდგარი ხალხი შევცვალოთ'',- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები