გიორგი კახიანი ამტკიცებს, რომ საზოგადოებაში ივანიშვილის მხარდაჭერა იზრდება
"ქართული ოცნების" წევრი გიორგი კახიანი ამტკიცებს, რომ ივანიშვილის სანქციებით ვერავინ შეაშინებს და ვერ აიძულებენ, ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგას. ამასთან, კახიანი ირწმუნება, რომ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა აქვს, დასანქცირების შემდეგ კი ეს მხარდაჭერა ერთი-ორად გაიზრდება.
ასეთი მუქარები არაფერს ცვლის. ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას რაც არ უნდა სანქციები დაუწესონ, ვერ აიძულებენ რაიმე ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში არ შეიძლება იყო. ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოაგდოებაში და ეს მხარდაჭერა უფრო და უფრო იზრდება და მითუმეტეს, თუ ის ფორმალური სანქციები, რაც ისედაც არსებობს, ეს თუ იურიდიულ სახეს მიიღებს, მერწმუნეთ, საზოგადოებაში კიდევ უფრო გააძლიერებს ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერას, - ამბობს გიორგი კახიანი.
შტატებმა ივანიშვილის სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტი უკვე მზად არის. ქართველი ოლიგარქისთვის სანქციების დაწესების ერთ-ერთი მიზეზი რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობა და მისი ინტერესების გატარებაა. დასაბუთების დოკუმენტში, რომლის შესახებაც "ამერიკის ხმას" ამერიკის მთავრობის ორი მაღალჩინოსანი კონფიდენციალურად ელაპარაკა, საუბარია ივანიშვილის მიერ რუს ოლიგარქებთან მჭიდრო კავშირებზე. შტატებს აქვს დადასტურებული მტკიცებულებები.