“ოცნების“ დეპუტატები განაჩენის მოლოდინში - ვინ ვერ მოხვდება ახალ სიაში

23.09.24 18:06
“ოცნების“ დეპუტატები განაჩენის მოლოდინში -  ვინ ვერ მოხვდება ახალ სიაში

“ქართული ოცნების“  დეპუტატების უმრავლესობამ ამ დრომდე არ იცის, მოხვდებიან თუ არა ისინი ახალ საპარლამენტო სიაში. 

მმართველი პარტიის ლიდერები ჩართული კამერის წინ ამბობენ, რომ უნდა დაველოდოთ 26 სექტემბერს, როდესაც სია ოფიციალურ გახდება ცნობილი. 

ჩვენ დავასახელეთ როგორც პირველი ოცეული, ასევე 30 დელეგატი, დარჩენილი სია 2-3 დღეში გახდება ცნობილი“, - ამბობს გიორგი კახიანი.

ირაკლი ზარქუას მტკიცებით, მას აქვს ინფორმაცია მოხვდება თუ არა სიაში, თუმცა “პირველების“ ჟურნალისტს, დალოდებას ურჩევს.

“არც გიდასტურებთ, არც უარვყოფ“- ამბობს ის დასძენს, რომ “სადაც გუნდს დასჭირდება, იქ იქნება“.

“ოცნების“ კიდევ ერთი წეერი, ირმა ზავარდაშვილი ჟურნალისტებს ურჩევს, “არ ინერვიულონ მისი სიაში ყოფნა-არ ყოფნის საკითხზე“ და ამბობს, რომ 2 დღეში გაიგებს ყველა, მოხვდა თუ არა ის სიაში.

საიდულოდ ვტოვებ, მინდა, რომ სიურპრიზი იყოს თქვენთვის“,- ეუბნება „პირველებს“ ზავარდაშვილი.

“პროცესების დასპოილერებაარ უნდა დაჩი ბერაიას და ამბობს, რომ 26 სექტემბერს ყველა ყველაფერს გაიგებს.

სიის წარდგენამდე რამდენიმე საათი რჩება - 26  სექტემბერს უნდა გახდეს ცნობილი, ვინ მოხვდა ახალ საპარლამენტო სიაში და ვინ დატოვა ბორტს მიღმა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები