პრემიერის ამერიკული ტურნე დაიწყო - მშვიდობის სამიტზე ირაკლი კობახიძემ რუსეთის ხსენება ვერ გაბედა

23.09.24 20:26
პრემიერის ამერიკული ტურნე დაიწყო - მშვიდობის სამიტზე ირაკლი კობახიძემ რუსეთის ხსენება ვერ გაბედა

მშვიდობის სამიტზე ირაკლი კობახიძემ რუსეთის ხსენება ვერ გაბედა - პრემიერის სიტყვით გამოსვლა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ოკუპირებული ქვეყნის მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ყველაფერზე, მაგრამ არაფერზე. არცერთი სიტყვა ოკუპანტ რუსეთზე და არცერთი სიტყვა ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს შტატებში მყოფი კობახიძის პირველი სიტყვით გამოსვლა იყო სამიტის ფარგლებში.

და ამით პრემიერისთვის მძიმე ამერიკული ტურნე დაიწყო. 2 დღეში კობახიძე უკვე გაეროს ტრიბუნიდან ისაუბრებს. ზუსტად ამ დროს კი სენატი ქართველი ხალხის აქტის, ანუ ოლიგარქის განაჩენის განხილვას დაიწყებს. ეს არის დოკუმენტი, რითაც ვაშინგტონი ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირებას ითხოვს. კობახიძის მისია ახლა ოლიგარქის გადარჩენაა, თუმცა ამის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს.

რის შესახებ ისაუბრა პრემიერმა მშვიდობის სამიტზე? - ინა ცარციძეა პირდაპირ ეთერში

მსგავსი სიახლეები