"დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში" - 8 ოქტომბერს, ბრიუსელში ბორელი საგანგებო მოსმენას გამართავს
8 ოქტომბერი, ბრიუსელი. ევროპარლამენტმა საქართველოს თემაზე, არჩევნების წინ, საგანგებო მოსმენა ჩანიშნა. ევროდეპუტატების წინაშე, სპეციალური მოხსენებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი წარდგება. "დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში" - ეს ბორელის ანგარიშის თემაა. უკვე ცხადია, რა შინაარსის იქნება გავლენიანი ევროკომისრის მოხსენება.
არ არის გამორიცხული, რასაც აქამდე პოლიტიკურ კულუარებში ამბობდნენ, ევროკომისარმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღეროს. ანუ, პირდაპირ თქვას, რა ბედი ელის "ოცნებას" ევროკავშირიდან თუ არჩევნები არ იქნება სამართლიანი და გამჭვირვალე. სასწორზე ახლა ქართველი ხალხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, უვიზო მიმოსვლა დევს. "ქართული ოცნება" მის რუსულ პოლიტიკას მსხვერპლად სწირავს ყველაფერს, რის მოპოვებასაც ქვეყანამ ათეულობით წელი მოანდომა.