სადამსჯელო ოპერაცია პრეზიდენტის წინააღმდეგ - წულუკიანმა სალომე ზურაბიშვილის ძმას ლევილის კარი ჩაუკეტა
სადამსჯელო ოპერაცია პრეზიდენტის წინააღმდეგ - თეა წულუკიანმა სალომე ზურაბიშვილის ძმას ლევილის კარი ჩაუკეტა. და ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საფრანგეთში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი 1924 წლის აჯანყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს. 100 წლისთავის აღნიშვნა კულტურის სამინისტრომ თავად გადაწყვიტა, მაგრამ საბჭოთა რეჟიმისგან დევნილი ემიგრანტების შთამომავლებს ერთი სიტყვაც კი არ უთხრეს.
"ისჯება ყველა, ვინც მათ არ ეთანხმებათ" - ამბობს პრეზიდენტი, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი ძმა პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია. "რუსული მთავრობა" - ეს კი "ოცნების" მისამართით ოთარ ზურაბიშვილის პასუხია, რომელიც რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ პირველად, წინასაარჩევნოდ ოლიგარქის რეჟიმის მხილებით გამოჩნდა. გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, ზურაბიშვილი პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადება, ამიტომ პრეზიდენტის შემდეგ "ოცნების" იერიშის სამიზნე სალომე ზურაბიშვილის ძმა გახდა.