ნერვების ომი "ოცნებაში" - საარჩევნო ოცეულის მიღმა დარჩენილები ბოლო შანსს ელოდებიან
ნერვების ომი "ოცნებაში" - საარჩევნო ოცეულის მიღმა დარჩენილები ბოლო შანსს ელოდებიან. რამდენიმე დღეში გაირკვევა, დაუფასდებათ თუ არა ოლიგარქის უპირობო ერთგულება და მოხვდებიან თუ არა გამსვლელ ადგილებზე. წილოსანი, ზარქუა, თალაკვაძე, ვოლსკი, ზავრადაშვილი,ბერაია, ოდიშარია, ბერიძე - ეს არასრული ჩამონათვალია იმ დეპუტატების, რომლებიც ივანიშვილის გამო მზად იყვნენ, დასავლეთი ელანძღათ და ნებისმიერ ფასად ოლიგარქის რეჟიმის მსახურები ყოფილიყვნენ.
ამის მიუხედავად, ოლიგარქის გული მაინც ვერ მოიგეს. ფაქტია, რომ პირველ ოცეულში ივანიშვილმა ფსონი სულ სხვებზე დადო. ძველები კი ცოტა ხნით გვერდზე გაწია. ისინი არც დასახელებულ დელეგატებს შორის არიან. ნაწილს სავარძლებს აღმასრულებელ მთავრობაში პირდებიან, ისევე როგორც ლევან მგალობლიშვილს. მაგრამ აქაც ჩნდება კითხვა. როგორ მოხდება ეს? ჯერ ისევ უნდა გაირკვეს, გაიმარჯვებს თუ არა "ოცნება" არჩევნებში და შეძლებს თუ არა მთავრობის დაკომპლექტებას. ასეც რომ მოხდეს, ადგილები ცხადია ყველას მაინც არ ეყოფა.