"ძლიერმა საქართველომ" კახეთში მოსახლეობის პრობლემები მოისმინა
რა გეგმა აქვს კოალიცია “ძლიერ საქართველოს“ მოსახლეობის უკეთესი ცხოვრებისთვის? - ორასი ათასი ახალი სამუშაო ადგილი და ათას ლარიანი პენსია. ოპოზიცია ხალხს ჰპირდება,რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ეს დაპირებები რეალობად იქცევა.
“ძლიერი საქართველო“ დღეს კახეთში ჩავიდა და მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. სხვა საკითხებთან ერთად, კახეთში ყველაზე მეტად ყურძნის რეალიზაცია აწუხებთ. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კოალიცია “ძლიერი საქართველო“ მოსახლეობას ჰპირდება, რომ ყურძნის მისაღები ფასი 2 ლარი იქნება.