ყურადღების ცენტრში პრეზიდენტის სასახლეა - სალომე ზურაბიშვილი განცხადების გასაკეთებლად ემზადება
ყურადღების ცენტრში პრეზიდენტის სასახლეა - სალომე ზურაბიშვილი განცხადების გასაკეთებლად ემზადება. ადმინისტრაციაში წინასწარ არ ამბობენ, რის თქმას გეგმავს მთავარსარდალი, მაგრამ არსებობს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ახალი კოალიციის შესახებ ისაუბრებს და იტყვის, დარჩა თუ არა რესურსი გაგრძელდეს მოლაპარაკებები ხაზარაძე- გახარიას შორის.
და ეს იქნება სალომე ზურაბიშვილის პირველი განცხადება მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები დაპაუზდა. პრეზიდენტი, რომელიც ამ პროცესში მედიატორი იყო, სავარაუდოდ, იტყვის, რა მოხდა სასახლეში სამ შეხვედრაზე. დილით კი სალომე ზურაბიშვილთან გიორგი გახარია მივიდა. პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა პრეზიდენტის ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა.