"ოცნებამ" იცის, რომ ხმებით არჩევნებს ვეღარ იგებს - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას" საზოგადოების დაშლასა და ქართველ ხალხში დაპირისპირების გაჩაღებაში ადანაშაულებს - როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ივანიშვილის გუნდს გააზრებული აქვს, რომ გადამწყვეტ არჩევნებს ხმებით ვეღარ მოიგებს, რის გამოც ქვეყნის მიღწევებს თავისდა სასიკეთოდ იყენებს.
პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ როგორც წინა წლის დეკემბერში, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ასევე მიმდინარე წელს მმართველი პარტია შეეცადა, რომ ფეხბურთელებისა და სპორსტმენების წარმატება პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინა.
როცა ხარ ხელისუფლება შეიძლება, გამოიყენო სათავისოდ, იმისთვის, რომ შექმნა შენთვის სასარგებლო პირობები საარჩევნოდ. ეს იქნება სტატუსის მიღება გასულ დეკემბერში, ფეხბურთელების გამარჯვება და ევროპულ ჩემპიონატში ჩართვა. ოლიპმიელების წარმატებები. იმის მაგივრად, რომ ეს ყველაფერი იყოს ჩვეულებრივად გამოყენებული, აქ იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ უფრო დაიშალოს, უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება და რას ნიშნავს ეს. როცა ხელისუფლება წინასააარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თავად იცის, რომ ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს და უნდა, რომ კონფრონტაციის ჯახით აქ მიიყვანოს ქვეყანა", - ამბობს პრეზიდენტი.